ბუღალტრული აღიცხვის მნიშვნელობა სტარტაპისა და ბიზნეს საქმიანობის წარმატებისთვის

31 Jan 2021 22:47

თუ გადაწყვიტეთ გქონდეთ, ან უკვე გაქვთ საკუთარი ბიზნესი ან სტარტაპი, წინ დიდი გამოწვევები გელოდებათ, რისი გადალახვაც აუცილებელია, რათა მიიღოთ მოგება და მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე. ასეთ დროს, ნებისმიერი პატარა ხარვეზიც კი შესაძლოა საკმაოდ ძვირად დაგიჯდეთ, იქნება ეს შიდა თუ გარე პრობლემა. განსაკუთრებით საყურადღებოა, როდესაც საქმე ფინანსებს ეხება. შეიძლება იცოდეთ მარტივი ბუღალტერია, თუმცა თუ ის სანდო ხელში არაა, შეიძლება საკმაო ქაოსი გამოიწვიოს თქვენს ცხოვრებაში, რომელიც დიდი ალბათობით, საკმაოდ ცუდად აისახება თქვენს საქმიანობაზე. ამის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია სრულ წესრიგში გქონდეთ და მუდმივად ყურადღება ექცეოდეს ბუღალტრულ აღრიცხვას, რასაც შეუძლია თქვენი საქმიანობის როგორც გადარჩენა, ასევე განადგურება.


ბუღალტრული აღრიცხვა ერთგვარი ენაა, რომლის ძირითადი მიზანი საქმიანობაში ჩართული ყველა ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდებაა და გულისხმობს ფინანსური ინფორმაციის შეგროვებას, გაზომვას, დამუშავებასა და გადაცემას. მნიშვნელოვანია ეს სისტემა მოწესრიგებული და დალაგებული იყოს, რათა ზუსტად განსაზღვროთ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა და სწორად დასახოთ სამომავლო გეგმები, რაც რა თქმა უნდა, განსაზღვრავს თქვენი საქმიანობის სიცოცხლისუნარიანობას. ინფორმაციის სწორად დამუშავება განსაკუთრებით აუცილებელია, რათა ზუსტად დაინახოთ მთლიანი სურათი, რაც მეტი ლავირების საშუალებას მოგცემთ.


ასევე, აღსანიშნავია, რომ ბუღალტრული აღრიცხვა იყენებს ერთიანი დაკვირვების მეთოდს და არ შეუძლია გამოიყენოს ნაწილობრივი დაკვირვების მეთოდი, რაც ნიშნავს, რომ ვინც მას აწარმოებს, სრული ინფორმაციის შესახებ უნდა ჰქონდეს წვდომა, რადგან ამ პროცესის სწორად მართვაზეა დამოკიდებული ისეთი მენეჯერული საკითხები, როგორიცაა ფასის მოფიქრება, მომატება ან დაკლება, ასევე ხელფასების გაწერა და სხვა ფინანსური პროცესები. სტარტაპისა თუ ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ეს პროცესი პრიორიტეტული იყოს, რათა საჭირო ინფორმაციის ჩანიშვნა, გაცვლა და საბუთების ზედმიწევნით შენახვა სწორად ხდებოდეს.


სწორედ ამიტომ, აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოოს გამოცდილმა და პროფესიონალმა ბუღალტერმა, ვისაც ჩააბარებთ ფინანსებს და ვინც იზრუნებს თქვენი ბუღალტრული ქაოსის მოწესრიგებაზე. ასეთ ადამიანს უნდა ენდობოდეთ, შესაბამისად, როდესაც ბუღალტერიის ვინმესთვის ჩაბარებას გადაწყვეტთ, განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდეთ და მოძებნეთ სანდო, პროფესიონალი ადამიანი, ან ადამიანთა გუნდი, შესაბამისი რეპუტაციით, საქმიდან გამომდინარე კი, შედეგებით შეგიძლიათ იმსჯელოთ. გაითვალისწინეთ, საქმის წარმოებისას აუცილებელია ინფორმაციის გაცვლა და ანალიზი, ყოველთვის დაინტერესდით ფინანსური კუთხით და ითხოვეთ რეპორტის მომზადება ბუღალტრისგან პერიოდულად, ვინც ასევე დაგეხმარებათ სწორი ანალიზი გააკეთოთ და მოგცემთ რჩევებს შემდეგ ნაბიჯებზე.


ბუღალტერიის წარმოებისას, შეეცადეთ მუდმივად იყოთ საქმის კურსში, კითხეთ რჩევები ბუღალტერს, განსაზღვრეთ ახლა იქ თუ ხართ სადაც უნდა იყოთ, რა დაგაკლდათ სასურველი შედეგის მიღწევისთვის, ან რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი. რა არის თქვენი მოლოდინი, სად გინდათ იყოთ გარკვეული პერიოდის შემდეგ და რეალურად სად შეგიძლიათ იყოთ. ნებისმიერი წარმატებული საქმიანობა, დამოკიდებულია ინფორმაციის სწორ გაცვლასა და ანალიზზე.



კომენტარები:

ფართი შოპი