ბერდია სიჭინავა -  დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 056  ტესტი, რომლის შედეგად 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 681 პირი; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე 

01 Feb 2021 17:08

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მან კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

 

„გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 1-ლი თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე.


ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  9 056 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 490 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 566 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  258 351-ს.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 681 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  249  709-მდე.


სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 194 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა-15, იმერეთი-37, ქვემო ქართლი-19, შიდა ქართლი-21, გურია-3, სამეგრელო - ზემო სვანეთი-28, კახეთი-17, მცხეთა-მთიანეთი-6, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 422, საიდანაც: 2 

676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 321, აჭარაში-186, იმერეთში-499. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 569 პირი, მათ შორის, თბილისში-252, აჭარაში-46, იმერეთში-147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 162 პირი, მათგან თბილისში-121, აჭარაში-4, იმერეთში-16. 268 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 176 -თბილისში, 81-აჭარაში, 11-იმერეთში. 2 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 474 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-202, ხოლო აჭარაში - 123.


სულ  6 ოქტომბრიდან - 31 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-22 269 პირი.


ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში-9 715 პირი, აჭარაში-775, იმერეთში-1 538”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.



კომენტარები:

ფართი შოპი