"დავეხმაროთ 4 წლის ქეითს და მის ოჯახს პატარა სიცოცხლის გადარჩენაში. ამ საქმეში მცირე და დიდი დახმარება არ არსებობს – მთავარია ჩვენ ვიყოთ ბევრი"

01 Feb 2021 17:16

გრძელდება 4 წლის ქეით ახვლედიანისთვის თანხის შეგროვება. 


შეგახსენებთ, ქეითს 2 წლის წინ დაუდგინდა ლეიკემია, რომელიც 1 წლის წინ დაამარცხა. სამწუხაროდ, განვითარდა რეციდივი და იმის გამო, რომ ქვეყნიდან დროულად ვერ მოხდა სამკურნალოდ გაყვანა საჭირო გახდა ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება. 


ქეითს ამ ეტაპისთვის სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა. ოპერაცია საზღვარგარეთ, იტალიაში უნდა გაკეთდეს და 150 000 ევრო ჯდება, რომლის დაფარვასაც კლინიკა პაციენტის მიღებამდე ითხოვს. ამ მომენტისთვის კი შეგროვებულია საჭირო თანხის მხოლოდ მეექვსედი. დრო ძალიან ცოტაა.


გთხოვთ ყველას, ვისაც როგორ შეგიძლიათ, დაეხმაროთ 4 წლის ქეითს და მის ოჯახს პატარა სიცოცხლის გადარჩენაში. ამ საქმეში მცირე და დიდი დახმარება არ არსებობს – მთავარია ჩვენ ვიყოთ ბევრი.  



გადავარჩინოთ პატარა ქეითი ყველამ ერთად ❤ 


გთხოვთ, გავაზიაროთ

 _____________________________________

???? 0901200127 (ზარი - ერთი ლარი)

საქართველოს ბანკი:

GE95BG0000000345929036

მიმღები: დედა - კარინა გრიგორიანი

თიბისი ბანკი:

GE60TB7108745064300024

მიმღები: მამა-  დავით ახვლედიანი




კომენტარები:

ფართი შოპი