გიორგი ვოლსკი: „ერთი მხრივ, საუბარია გაყალბებაზე, გამყალბებელი, ცნობილი ადამიანების მხრიდან მეორე მხრივ, არის კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები“

03 Feb 2021 03:25

„რაც შეეხება მანდატების საკითხს, ერთი პარალელი მაგონდება. სულ ახლახან იყო თანამედროვე ისტორიაში, როდესაც,  ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები მოგვიწოდებდნენ, რომ კი, მავნებელია რუსეთის ფედერაცია, რომელთა ე.წ. სამშვიდობო ძალები არის განლაგებული ვთქვათ აფხაზეთში, გალის რაიონში, მაგრამ მეთვალყურეობა და კონტროლი  მათზე ხორციელდება გაეროს მიერ. რუსეთის პასუხისმგებლობა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართ, არის აბსოლუტური უპირატესობა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია და ნუ მიიღებთ პარლამენტი ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ვითომ პატრიოტულია და ამავე დროს, საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიდან გავა რუსეთის ფედერაცია. მიუხედავად ამისა, სააკაშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და თანაც პატრიოტული დროშა ააფრიალა. შემდეგ მოლაპარაკებების ყველა ფორმატი ჩაიშალა და მივიღეთ ის რაც მივიღეთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის ოფიციალური განცხადებები იქნა იგნორირებული და ამ შემთხვევაშიც, მათი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არ არის განპირობებული მხოლოდ იმ მონაცემებით, რასაც სამართლიანი არჩევნები ჰქვია. „სტრატეგიული ინტერესი აქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებს და ევროკავშირს. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ერთი   მხრივ, თუ საუბარია გაყალბებაზე, გამყალბებელი, ცნობილი ადამიანების მხრიდან, მეორე მხრივ, არის კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები. რა  ვქნათ, რომელს დავუჯეროთ, საით წავიდეთ?! რომც მინდოდეს, მე, კონკრეტულ პიროვნებას, ან რომელიმე ჩემს კოლეგას, ხელახალი არჩევნების ჩატარება, ამის სამართლებრივ საფუძვლებს მხოლოდ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ჰქმნის და როცა არ გინდა ამ კომისიაში მონაწილეობის მიღება, უარს აცხადებ კონსტრუქციულ ნაბიჯებზე, ეს უკვე კონკრეტულად მიუთითებს იმას, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება  არის ნამდვილი, „რომ ჩვენ არასდროს ვაპირებდით არჩევნების გზით სიარულს“ და არა მარტო ჯაფარიძის, არამედ სააკაშვილსაც რომ მოუსმინოთ 2014 წლიდან სწორედ ამას გაიძახის. ეს არის რეალობა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი