მაია ცქიტიშვილი - მოლაპარაკებებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” პოზიცია იყო ისეთივე, როგორიც არის საერთაშორისო მეგობრების პოზიცია

03 Feb 2021 19:24

„ქართული ოცნების” პოზიცია პირველივე დღიდან იყო ისეთივე, როგორიც არის  ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიცია და ამ მოლაპარაკების პროცესშიც არაერთი ნაბიჯი გადავდგით წინ,- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, „ქართული ოცნება” კვლავ  ადასტურებს მოლაპარაკების  და პარლამენტში თანამშრომლობის მზაობას.


„ამ მოლაპარაკების შედეგიც არის მათ შორის, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოში სამი პარტია არის წარმოდგენილი და კიდევ ერთხელ  დავადასტურებთ  მზაობას, რომ პარლამენტში მულტიპარტიულ რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა”,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი