მარიამ ლაშხი: პარლამენტის მიერ მიღებულმა საკანონმდებლო გადაწყვეტილებებმა, უფრო მეტი შესაძლებლობები მისცა ქალებს რეალიზებისთვის

11 Feb 2021 23:43

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი ქართველ მეცნიერ ქალებს ქალ მეცნიერთა საერთაშორისო დღეს - 11 თებერვალს ულოცავს:

 

„გაეროს გადაწყვეტილებით, ამ დღის აღნიშვნის მთავარი მიზანი მეცნიერებასა და განათლებაში თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობაა.

 

მინდა ჩვენი ქვეყნის ქალ მეცნიერებს მივულოცო დღევანდელი დღე.

თანამედროვე გამოწვევებმა არაერთხელ დაგვანახა, რა მნიშვნელობა აქვს ქალების როლს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში. მსოფლიოში სამეცნიერო აქტივობებში 30%-მდე გაიზარდა ქალების ჩართულობა. ეს უბრალოდ სტატისტიკა არ არის - ეს კონკრეტული მიღწევებია, როგორ შეცვალეს ქალებმა ზოგადად, მეცნიერება და  მსოფლიო.

 

ამ საუკუნის ერთ-ერთმა მთავარმა გამოწვევამ - პანდემიამ განსაკუთრებით თვალხილული გახადა ქალის, როგორ მეცნიერების მნიშვნელობა. მისი როლის გარდაუვალობა გამოწვევების წინა ხაზზე.

 

ჩვენთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ პარლამენტის მიერ მიღებულმა საკანონმდებლო გადაწყვეტილებებმა, უფრო მეტი შესაძლებლობები მისცა ქალებს რეალიზებისთვის“.



კომენტარები:

ფართი შოპი