არჩილ თალაკვაძე ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

12 Feb 2021 00:24

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს, შონ ო'ფარელს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები, საქართველოს გეგმები და ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს.


საუბარი, ასევე, შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც პოსტ-კოვიდურ პერიოდში  ქვეყნებმა უნდა დაძლიონ.

 

შონ ო’ფარელის თქმით, საქართველომ ხელშესახებ პროგრესს მიაღწია და ირლანდია მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს შემდგომ წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის  გზაზე.



კომენტარები:

ფართი შოპი