პრემიერ-მინისტრმა და NDI-ის პრეზიდენტმა წარმატებული თანამშრომლობა და რეგიონული და ადგილობრივი გამოწვევები  განიხილეს

12 Feb 2021 00:26

საქართველოსა და აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმატებული თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი გამოწვევები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის შეხვედრის ძირითადი თემები.


საუბრისას ყურადღება გამახვილდა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს შორის, მათ შორის ინსტიტუციების დონეზე წარმატებულ თანამშრომლობაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.


გიორგი გახარიამ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონში არსებობს და საქართველოს როლზე, ასევე - ადგილობრივ ჭრილში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე.


გამოითქვა რწმენა, რომ საქართველოს მთავრობასა და NDI-ს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის დინამიკა გაგრძელდება და მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განხორციელდება.


შეხვედრაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე მონაწილეობდა.

 


კომენტარები:

ფართი შოპი