"ჩემი სტუმარი" მათრობელა შოუში - საბერძნეთის ქართული დიასპორის ბაზაზე პირველი შემეცნებითი გასართობი ხასიათის გადაცემა იწყება

14 Feb 2021 00:32

საბერძნეთის ქართული დიასპორის ბაზაზე იწყება პირველი შემეცნებითი გასართობი ხასიათის გადაცემა, სახელწოდებით "ჩემი სტუმარი" მათრობელა შოუში. 


გადაცემის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი, პროდუსერი და წამყვანი მამუკა ლიპარტელიანია. 


მისი თქმით, გადაცემას ტექნიკურ მხარდაჭერას ათენის ტვ და ტექნიკური მომსახურების კომპანია gr.video გაუწევს, საეთერო ვიზუალურ მხარის უზრუნველყოფას კი, ბლექსი ფროდაქშენი. 


"გადაცემა თამაშის ფორმატით იქნება. გვექნება 6 მათრობელა შეკითხვა სტუმართან. გადაცემის სტუმარი დაჯილდოვდება ფულადი ვაუჩერით. ექშენი, დინამიკა სხარტი აზროვნება და ინტრიგაა მთავარი ამ შოუში. ასე რომ, ზაფუხლიდან ჩვენს იუთუბ არხზე დავიწყებთ ამ შოუ თამაშების ჩვენებას."- განმარტავს მამუკა ლიპარტელიანი.


გადაცემის წარმდგენია "Styl Kafe" .



კომენტარები:

ფართი შოპი