მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია: "მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში აგრესია და სიძულვილია, ის ბერები, მამები ერთად რომ გაიზარდნენ, ერთად მოღვაწეობდნენ, ერთად აღიკვეცენ, ერთმანეთს არ ესალმებიან"

14 Feb 2021 18:02

მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია აცხადებს, რომ ეპარქიაში აგრესია და სიძულვილია.


როგორც მან განაცხადა, ადგილზე ბევრმა ვერ მიიღო მღვდელმთავრად.


„აქ სამწუხაროდ, დამხვდა სიტუაცია, რომ ბევრი, ვინც ამ ეპარქიაში იყო, ვერ მიმიღო, როგორც მღვდელმთავარი, იმ დღიდან სამწუხაროა, ამ ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი. სამწუხაროა, რომ ის ბერები, მამები ერთად რომ გაიზარდნენ, ერთად მოღვაწეობდნენ, ერთად აღიკვეცენ, ერთმანეთს არ ესალმებიან. ეს აგრესია დღემდე არის. მეუფე პეტრე აქ 14 წელი მოღვაწეობდა და მე ვფიქრობ, დრო და წლები დასჭირდება, რათა ეს აგრესია განიკურნოს“, - განუცხადა გრიგოლ კაციამ ჟურნალისტებს.


ცნობისთვის, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი იყო. მეუფე გრიგოლ კაცია, რომელიც მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენების შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიაში დაინიშნა, თავის ეპარქიაში, წალკაში დაბრუნდა.



კომენტარები:

ფართი შოპი