ვახტანგ გომელაური: 14 წლის ბავშვის გარდაცვალება ძალიან მძიმე ფაქტია - გამოძიების მხრივ ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება ყველაფერი ჩავატარეთ

14 Feb 2021 18:43

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის არასრულწლოვნის ფაქტთან დაკავშირებით ბათუმში, მედიის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ ისაუბრა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით კანონის ფარგლებში გამოძიებამ ყველა შესაბამისი ღონისძიება გაატარა. 


„ძალიან მძიმე ფაქტია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი, ბავშვი - სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს. პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს. 


რაც შეეხება გამოძიებას, ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება, შესაძლებლობა, ჩაგვეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები ყველაფერი გავაკეთეთ.


თუ ვინმეს აქვს რამე კითხვები გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ეს იქნება ოჯახი თუ სხვა, შეუძლიათ მოიძიონ და ნახონ, ვთქვათ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და როგორც გაკეთდა,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.



კომენტარები:

ფართი შოპი