კახეთის პოლიციამ ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

16 Feb 2021 09:03

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის

თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების

შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის მიმართ

ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 2003 წელს

დაბადებული რ.მ. დააკავეს. 


დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს,

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 1978 წელს დაბადებულ დედას ცივი

იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ქალი გადაყვანილია

კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.


პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო.


ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე

მუხლის მესამე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


კომენტარები:

ფართი შოპი