დაკავებულია პირი, რომელიც სუნელებს ამზადებდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციით - აზო-საღებავ „სუდან 1“-ით

15 Feb 2018 16:12

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადების ფაქტზე,  ბრალდებულის სახით ერთი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ საამქროში ამზადებდა სხვადასხვა დასახელების სუნელს, რისთვისაც იყენებდა მცენარეებს და საღებავებს, მათ შორის არასაკვები დანიშნულების აზო-საღებავს „სუდან 1“-ს, რომელიც  საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.


საქმეზე   მიმდინარეობს  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით,  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.



კომენტარები:

ფართი შოპი