მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა მონაწილეებმა ამ პროგრესის, იცოდნენ და ადასტურებდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებას - ამ სიტყვებით შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აშშ-ში, რომელსაც მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა.
„პარლამენტის სპიკერიშეხვდა პოლ რაიანს,წარმომადგენელთა პალატისსპიკერს, ასევე არა ერთკონგრესმენს, სენატორს დამას ჰქონდა ასევე ძალიანსაინტერესო გამოსვლა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში. ამვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა მყარიმხარდაჭერა აშშ-ის,საქართველოს განვითარებისდღის წესრიგისადმი, ასევეჩვენი ტერიტორიულიმთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეხვედრაზე იყო საუბარი იმპოზიტიურ რეფორმებსა დაძვრებზე, რომელიც საქართველოშიმიმდინარეობს. ძალიანმნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა მონაწილეებმა ამ პროგრესის,იცოდნენ და ადასტურებდნენსაქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატება.ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორ ქვეყანასშორის ურთიერთობაში ძალიან დიდი როლი ეკისრება საპარლამენტო განზომილებას ამ ურთიერთობების და კიდევერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს ვიზიტი მართლაც და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, “- აღნიშნა პრემიერმა.