ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ ე.წ. „კომენდანტის საათის“ შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

17 Feb 2021 10:57

ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო დაწესებული ე.წ. „კომენდანტის საათი“ გაგრძელდება.


„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ქვეყნის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, „კომენდანტის საათი“ მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებისა და შეკრების უფლებას არღვევდა და მთავრობას ის უნდა გაეუქმებინა.


გადაწყვეტილება რომელიც მთავრობამ მაშინვე გაასაჩივრა, სააპელაციო სასამართლომ იმავე დღეს გააუქმა.


ცნობისათვის, ნიდერლანდებში ე.წ. „კომენდანტის საათი“ საღამოს 9:00-დან დილის 4:30 საათამდე მოქმედებს. შეზღუდვა 23 იანვარს დაწესდა და 2 მარტამდეა ძალაში. ეს ნიდერლანდებისათვის პირველი „კომენდანტის საათია“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და მისმა დაწესებამ მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.


ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 1 მილიონს აჭარბებს. ვირუსს დღემდე 14 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ipn.ge 



კომენტარები:

ფართი შოპი