"პოლიციელის ხმა გავიგონე - "ფული გაქვთ?"

16 Feb 2018 13:24

ელზა პაპოშვილი, ჟურნალისტი:


_ამ წუთას პატრულის ქცევით ამაყი ვარ. აივანზე ვდგავარ და ორი საკმაოდ ნასვამი ბიჭი ლამის მოღოღავს. ერთმანეთს ეხმარებიან, რომ არ წაიქცნენ. დავინახე მათ წინ პოლიციის ავტომობილი შეჩერდა. მოვემზადე და ჩასაფრებულის პოზიციიდან ამ ოთხეულის თვალთვალი განვაგრძე. თუმცა მოვლენები ასე განვითარდა: მანქანიდან გადმოსული პოლიცია ნასვამ ახალგაზრდებს მიესალმა, ღიმილით სახელთ და გვარით გაეცვნენ, შემდეგ კი "შეგერგოთ ბიჭებს"!-ძახილით ორივეს მხარში ამოუდგნენ. სახლის მისამართი გამოკითხეს.


შემდეგ ტაქსი გააჩერეს, პოლიციელის ხმა გავიგონე - "ფული გაქვთ?" ბიჭებმა მხრები აიჩეჩეს. "კარგი, მე მივცემ" - უპასუხა მეორე პილიციელმა. ასე ხვევნა-კოცნით დაემშვიდობნენ ნასვამი ახალგაზრდები. არ ვიცი, შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მერე რა...მაგრამ მე ასეთი პატრული მიყვარს <3


კომენტარები:

ფართი შოპი