პირველად ბოლო 5 წელიწადში McDonald’s შეფუთვის დიზაინს ცვლის

17 Feb 2021 16:41

მსოფლიოს უმსხვილესი სწრაფი კვების სარესტორნო ქსელი McDonald’s შეფუთვის დიზაინს ცვლის. საუბარია ბურგერების, სნეკების და სასმისების შეფუთვაზე.


ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია Pearlfisher-ი ავრცელებს, რომელმაც განახლებულ დიზაინზე იმუშავა. აღსანიშნავია, რომ McDonald’s-მა შეფუთვა ბოლოს 5 წლის წინ შეცვალა.


„განახლებული დიზაინი კაშკაშა ფერების გამო მომხმარებლებისთვის სიხარულის და სიმსუბუქის განცდის მომტანი იქნება“ - აცხადებენ Pearlfisher-ში.


დიზაინის შემქმნელებმა უარი თქვეს მსხვილ შრიფტზე. მათ ნაცვლად გაჩნდება გრაფიკული გამოსახულებები. მაგალითად, ფილე-ო-ფიშის შეფუთვაზე დახატული იქნება ზღვის ტალღები, ხოლო კარტოფილი ფრის შეფუთვა შიგნიდან შეიცვლება და იქ გაჩნდება ყვითელი ზოლები, რომლებიც კარტოფილის ნაჭრების მსგავსი იქნება.


„შეფუთვას ექნება მეტყველი ვიზუალური სისტემა. ყველა მათგანის ამოცნობა იქნება მარტივი და სახალისო“ - აცხადებენ Pearlfisher-ში.


ცნობისათვის, ბოლოს McDonald’s-ში რებრენდინგი 2016 წელს მოხდა. მაშინ კომპანიამ უარი თქვა ილუსტრირებულ შეფუთვებზე მსხვილი წარწერების სასარგებლოდ. მანამდე კი შეფუთვა შეიცვალა 2013 წელს.   

 

inp.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი