მაია ცქიტიშვილმა დეპუტატებს დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო

17 Feb 2021 23:11

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.


„2019-2022 წლებში ჩვენ 152 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც, 2440 დევნილ ოჯახს უზრუნველვყოფთ ბინებით. ჩვენი სამინისტრო დიდი პროგრამის მხოლოდ ნაწილზეა პასუხისმგებელი, ძირითადი უწყება კი ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს სთავაზობს როგორც სოფლად სახლის პროგრამას, ასევე, არსებულ მენაშენეთა საბინაო ფონდში ახალი ბინების შეძენას. მნიშვნელოვანია, რომ ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებშიც, მენაშენეთა დახმარების პროგრამასთან ერთად, შევიმუშავეთ დევნილებისთვის ბინების შეძენის ძალიან მასშტაბური ღონისძიებები. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით უკვე დავასრულეთ 7 კორპუსის მშენებლობა 620 ოჯახისთვის და ბინები მესაკუთრეებს გასულ წელს გადაეცა, ახლა კი 11 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს 1020 ოჯახისთვის, რაც წლის ბოლომდე დასრულდება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი