სერგი კაპანაძე - პატარა კაცუნები, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია დააპატიმრონ, აუცილებლად დამარცხდებიან

18 Feb 2021 02:39

ამ ბრძოლაში ნიკა არის გამარჯვებული და გამოვა კიდევ უფრო გამარჯვებული იმიტომ, რომ ის პატარა კაცუნები, რომლებმაც გუშინ და დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია დააპატიმრონ, აუცილებლად დამარცხდებიან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა სერგი კაპანაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა, რითაც ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.


მისივე თქმით, ახლა არის ეტაპი, რომ ყველამ გადაწყვიტოს, რომელ მხარეს იქნება.


„დღეს არის იშვიათ დღეთაგან ერთ-ერთი, როდესაც ბევრ სიტყვას მნიშვნელობა არ აქვს და როდესაც საუბარს და სიტყვებს უბრალოდ აზრი ეკარგება, იმდენად ნათელია თუ რა ხდება, იმდენად ნათელია, თუ როგორ იქცევა ივანიშვილი, როგორი არის პროკურატურა, როგორი არის პარლამენტი, როგორი არის სასამართლო - იმდენად ნათელია, რომ არაფერი დღეს რაც ხდებოდა არანაირ შეხებაში არ არის სამართლიანობასთან და სამართალთან.


მე მგონია, რომ ეს არის ის დღე და ეტაპი, როცა ყველამ უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელ მხარეს იქნება, იქნება ივანიშვილის მხარეს, თუ იქნება იმ მხარეს, რომელიც ებრძვის გავრილოვს. ჩვენ ვართ ნიკასთან ერთად. ამ ბრძოლაში ნიკა არის გამარჯვებული და გამოვა კიდევ უფრო გამარჯვებული იმიტომ, რომ ის პატარა კაცუნები, რომლებმაც გუშინ და დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია დააპატიმრონ, აუცილებლად დამარცხდებიან“, - განაცხადა კაპანაძემ. 


 ipn.ge  





კომენტარები:

ფართი შოპი