საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 100 მეწარმე ქალს, მარტის თვეში სრულიად უსასყიდლოდ მოემსახურება

18 Feb 2021 03:51

საქართველოს  ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 100 მეწარმე ქალს, მარტის თვეში სრულიად უსასყიდლოდ მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ასოციაციის ოფიციალურ გვერდზეა განმარტებული. 


"მომსახურება მოიცავს: წლიური საშემოსავლო დეკლარაციის მომზადებას მცირე და საშუალო ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად.


ქალ მეწარმეთა მხარდაჭერის ინიციატივა მეწარმე ქალებისთვის ასევე უფასო იურიდიულ კონსულტაციას გულისხმობს, მარტის თვეში, რომელსაც ასოციაციის იურისტები უზრუნველყოფენ.


საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია მუდმივად  ახორციელებს ქალ მეწარმეთა მხარდამჭერ სხვადასხვა ღონისძიებებსა და  პროექტებს და აგრეთვე აქტიურად არის ჩართული ასოციაციის წევრებთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის."- აღნიშნულია ფეისბუქ-გვერდზე. 


მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა რეგისტრაცია.


სარეგისტრაციო ბმული უახლოეს დღეებში გაზიარდება ასოციაციის გვერდზე.



კომენტარები:

ფართი შოპი