ნიკა მელიას განცხადებით, გიორგი გახარიამ გადადგომით აღიარა, რომ „აქ სისხლისღვრა იქნებოდა და ძალადობა“

18 Feb 2021 14:38

ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, გიორგი გახარიას ნაბიჯი დასაფასებელია, მაგრამ ახლა გაერთიანებული ოპოზიცია „ქართული ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლებისგან ახალ არჩევნებს ითხოვს. ამის შესახებ მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც მელიამ აღნიშნა, აუცილებელია, სასწრაფოდ მხარეებს შორის შეხვედრა შედგეს.


„ბატონმა გახარიამ მეორეჯერ არ გადადგა ნაბიჯი, მეორეჯერ სისხლის ღვრისკენ, რომლისკენაც, ალბათ, საკუთარი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ. 


გახარიას 20 ივნისთან დაკავშირებით, საკმაოდ პოლიტიკური და არაპოლიტიკური ცოდვაც აქვს. ბუნებრივია, ამ ლაქას ის ვერასოდეს ჩამოირეცხავს, მაგრამ ის, რომ ბატონი გახარია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, ისაა, რომ პრაქტიკულად მან აღიარა, აქ სისხლისღვრა იქნებოდა და ძალადობა. 


რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი დასაფასებელია, მაგრამ ეს საქმეს არ უშველის. საქმეს ახლა უშველის სწრაფი მოქმედება  სასწრაფოდ საერთო ოპოზიციური მოძრაობა შეხვედრას ვითხოვთ, ჩვენი პარტნიორი ელჩების თანამონაწილეობით რეჟიმის წარმომადგენლებთან, მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხთან დაკავშირებით - ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მელიამ.


ipn.ge




კომენტარები:

ფართი შოპი