ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე ნიკა მელიას დაკავების გადადების თაობაზე შს მინისტრის გადაწყვეტილებას „ლოგიკურს“ უწოდებს

18 Feb 2021 15:13

პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ნიკა მელიას საქმეზე განაცხადა.


ამასთან, კობახიძემ მელიას მოუწოდა, კანონს დაემორჩილოს.


„მოვუწოდებთ ნიკანორ მელიას, დაემორჩილოს კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას“, - აღნიშნა კობახიძემ.


ipn.ge 



კომენტარები:

ფართი შოპი