დავით ბაქრაძე - მინდა დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას - ესაა ქართული საზოგადოების, ოპოზიციური სპექტრის და პირადად ნიკა მელიას გამარჯვება

18 Feb 2021 15:46

მინდა დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განაცხადა.


მისი განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა მოლაპარაკებაა.


„ესაა ქართული საზოგადოების, ქართული ოპოზიციური სპექტრის და პირადად ნიკა მელიას გამარჯვება. იმიტომ, რომ ყველამ ერთად ვაჩვენეთ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას, შერჩევით სამართალს, დაპირისპირებას, აგრესიას, რომლის გამოწვევასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, მომავალი არ აქვს. 

მაგრამ, დღეს მთავარი გახლავთ არა ნიშნის მოგება და საუბარი მიღწეულ შედეგზე, მთავარი ისაა, როგორც შევძლოთ ყველამ ერთად, რომ ქვეყანაში სტაბილურობა, სიმშვიდე და წესრიგი იყოს. 


ამისთვის ერთადერთი შესაძლებლობა არსებობს, ესაა შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მოლაპარაკებების გზით და მინდა დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას, დავუბრუნდეთ იმ საკითხების განხილვას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში სიმშვიდისთვის, ესაა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ეს გახლავთ პოლიტიკური დევნის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, საარჩევნო სისტემის იმგვარად ცვლილება, რომელიც სამომავლოდ არჩევნების ნორმალურად ჩატარებას უზრუნველყოფს“,-აღნიშნა ბაქრაძემ.






კომენტარები:

ფართი შოპი