„ქართული ოცნება“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას და უმრავლესობის შეხვედრას გამართავს

18 Feb 2021 17:14

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას და უმრავლესობის შეხვედრას გამართავს.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, შეხვედრები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.


პოლიტსაბჭოს სხდომა 15:00 საათზე დაიწყება, 16:00 საათზე კი უმრავლესობის შეხვედრაა ჩანიშნული.


მმართველი გუნდი შეხვედრებზე სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას განიხილავენ და შესაბამისად, მთავრობის ფორმირების საკითხზე იმსჯელებენ.



კომენტარები:

ფართი შოპი