ელენე ხოშტარია - რაც არ უნდა გაჯიუტდეს ირაკლი კობახიძე და ეს აგრესიული რადიკალური ჯგუფი, ერთადერთი გზაა - დავიწყოთ საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე

18 Feb 2021 18:36

პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას განცხადებით, ახლა აუცილებელია დაიწყოს მოლაპარაკებები რიგგარეშე ­არჩევნების ჩატარებასა და პოლიტიკური დევნის დასრულებასთან დაკავშირებით. ხოშტარიას თქმით, დღეს ოპოზიცია არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე იყო.


“გახარიას გადადგომამ გააშიშვლა სისტემა კონკრეტულად როგორც მელიას საქმესთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად, პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით და მთელი ეს კრიზისი გახადა აბსოლუტურად ცხადი. რა თქმა უნდა, ეს ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ დავიწყოთ ფიქრი კრიზისის განმუხტვისთვის. კერძოდ, დავიწყოთ საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტიკური დევნის სრულ დასრულებაზე. რაც არ უნდა გაჯიუტდეს ირაკლი კობახიძე და მთელი ეს აგრესიული რადიკალური ჯგუფი, ეს არის ერთადერთი გზა. დღეს ოპოზიცია არის ბევრად უფრო ძლიერი ამ გამოსავლის ძიებაში, ვიდრე იყო რამდენიმე ხნის წინ. ძლიერია იმიტომ, რომ იყო პრინციპული, ერთიანი და არ აყვა შანტაჟს”,- განაცხადა ხოშტარიამ.


 ipn.ge .




კომენტარები:

ფართი შოპი