,,როცა ბიზნესს ჰქონდა პრობლემები, მხოლოდ გახარიას იმედი გვქონდა. ახლა ვისი იმედი უნდა გვქონდეს, საერთოდ აღარ ვიცი“

18 Feb 2021 18:53

ყველაზე ადეკვატური ,,ქართული ოცნების“ გუნდში - ასე შეაფასა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ყოფილი პრემიერი ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა.


გიორგი კოდუა ამბობს, რომ ბიზნესს მუდმივად ჰქონდა განცდა, რომ პრემიერისგან შეიძლებოდა დახმარების მიღება.


,,მე შემიძლია ვთქვა, რომ ,,ქართული ოცნების“ გუნდიდან, ყველაზე ადეკვატური და პოზიტიური იყო გიორგი გახარია. როცა ბიზნესს ჰქონდა პრობლემები, მხოლოდ გახარიას იმედი გვქონდა. ახლა ვისი იმედი უნდა გვქონდეს, საერთოდ აღარ ვიცი. არ ვამბობ, რომ ქვეყანა ააშენა, მაგრამ განცდა, რომ დაგვეხმარებოდა, ნამდვილად გვქონდა.




კომენტარები:

ფართი შოპი