ლევან ხაბეიშვილი - ღარიბაშვილის დანიშვნა არ არის გზავნილი, რომ მშვიდობა უნდათ, ეს ფაქტია - ის არის მაგალითი ბოღმის, აგრესიის, წუწკობის და ქურდობის

18 Feb 2021 21:02

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა არა არის იმის გზავნილი, რომ მმართველ გუნდს მშვიდობა უნდა.


როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ღარიბაშვილი "ბოღმის, აგრესიის, წუწკობის და ქურდობის მაგალითია".


"ღარიბაშვილისგან და ნებისმიერისგან, ვინც არ უნდა იყოს, ერთადერთი, რასაც ველოდები ისაა, რომ ქვეყანას სჭირდება, ძალიან სწრაფად პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს. მაგრამ ის, რომ ღარიბაშვილის დანიშვნა არ არის გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ მშვიდობა უნდათ, ეს ფაქტია. გახარიამ ხომ თქვა, რომ მათ უნდათ სიტუაციის ესკალაცია და ღარიბაშვილი არის მაგალითი ბოღმის, აგრესიის, წუწკობის და ქურდობის. ოღონდ წუწკობას და ქურდობაზე ბიძინა ივანიშვილიც ამბობდა, რომ ასეა. ბოღმა და აგრესიული რომ არის, წიწილებს და კვერცხებს რომ უშენდა, მათ შორის ოპოზიციას, ღარიბაშვილის დროინდელი ქოცაქტივი, ეს ისედაც ცნობილია",- განაცხადა ხაბეიშვილმა.


ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა 






კომენტარები:

ფართი შოპი