ზურაბ ჯაფარიძე: საავადმყოფოებში, ექიმთან, კაცები, ქალებმა რიგში წინ უნდა გაატარონ

17 Feb 2018 04:29

ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩის“ ლიდერი:


„1209-ის ლოგიკა თუ ის არის რომ უგულო კაპიტალიზმი იწირავს ჩაგრულ ადამიანებს სამუშაო ადგილებზე, მაშინ:

ამ ქვეყანაში ყოველ წელს კვდება 50,000-მდე ადამიანი. სიკვდილის გამომწვევი მიზეზი სიღარიბეა.

უშუალო მიზეზი შეიძლება იყოს არასაკმარისი კვება, ჯანმრთელობის პრობლემები, უსაფრთხოების ნორმების უგულვებელჰყოფა სამუშაო ადგილზე და ათასი სხვა რამ თუმცა, მთავარი მიზეზი სიღარიბეა, რის გამოც ამ ადამიანებმა ვერ შესძლეს ნორმალური კვება, ხარისხიანი მკურნალობა, დასთანხმდნენ რისკიან სამუშაო ადგილზე მუშაობას თუ სხვა საშუალო სიცოცხლის ხანგძლივობა საქართველოში 74 წელია ხოლო, კარგად განვითარებულ ქვეყნებში - 84 წელი. 10 წელია სხვაობა.


ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით ღარიბები და იგივე სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა გვქონოდა - ახლა სადღაც 400 ათასით მეტნი ვიქნებოდით და არ ვართ დედააფეთქებული კომუნისტური ხედვებისა და პოლიტიკის გამო, რომელიც ყოველდღიურად გვაღარიბებს

4 0 0 0 0 0!

პ.ს. ქალების საშუალო სიცოცხლის ხანგძლივობა 78 წელია, კაცების - 70. გასათანაბრებელია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კაცებს უნდა მიენიჭოთ უპირატესობა. და საავადმყოფოებში, ექიმთან რიგში წინ უნდა გაატარონ ქალებმა.


კომენტარები:

ფართი შოპი