მეუფე ნიკოლოზი - მადლობას გამოვთქვამთ, რომ ადამიანის თავისუფლება არ იზღუდება - უნდა აიცრას, არ უნდა, ნუ აიცრება

19 Feb 2021 03:54

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სინოდის წევრები ვაქცინაციის საკითხში არ ჩარეულან, რადგან ეს მედიცინის სფეროა.


როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ადამიანების ნება-სურვილზეა დამოკიდებული, ჩაიტარებენ თუ არა ვაქცინას.


"ვაქცინაცინაციასთან დაკავშირებით სინოდის გადაწყვეტილება ძალიან მარტივი იყო - ეს საერთოდ არ არის სინოდის საქმე. ეს არის სამედიცინო სფერო. ჩვენ მადლობას გამოვთქვამთ იმისთვის, რომ ადამიანის თავისუფლება არ იზღუდება. უნდა აიცრას, არ უნდა, ნუ აიცრება. ჩვენ საღვთისმეტყველო, საეკლესიო მსჯავრს არ გამოვიტანთ არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში", - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.




კომენტარები:

ფართი შოპი