ევროპის სახალხო პარტია“ - სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით, ნაცვლად გამოსავლისა და კომპრომისის ძიებისა, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება აირჩია

19 Feb 2021 04:02

ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ შექნილი სიტუაციიდან გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.


“საქართველო შეიძლება იყოს რეგიონის წამყვანი ქვეყანა, მაგრამ უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და ინსტრუმენტად ქცეული მართლმსაჯულების სისტემას. სიტუაციიდან გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება მთავრობსა და ოპოზიციას შორის“, - ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში, რომელსაც „ტვიტერზე“ ავრცელებს.


ამასთან, "ევროპის სახალხო პარტიის" კიდევ ერთ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება აირჩია.


„სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით, ნაცვლად გამოსავლისა და კომპრომისის ძიებისა, აირჩია პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება“, - ნათქვამია განცხადებაში.


ipn.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი