ვახტანგ მეგრელიშვილი - სიგიჟე რომ არ მოხდა, ალბათ, ამისთვის მადლობა გახარიას უნდა ვუთხრა - კატასტროფას გადაგვარჩინა

19 Feb 2021 12:36

სიგიჟე რომ არ მოხდა, ალბათ, ამისთვის მადლობა გახარიას უნდა ვუთხრა - ალბათ მართლა კატასტროფას გადაგვარჩინა,- ამის შესახებ გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ტელეკომპანია 

"პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.


მისი თქმით, ორივე მხარე გარკვეული კულმინაციისთვის ემზადებოდა.


„სინამდვილეში ხალხი ემზადებოდა პროვოკაციისთვის, ორივე მხარე მზად იყო. 

მე მრჩებოდა განცდა, რომ ყველა რაღაც კულმინაციისთვის ემზადებოდა, რომ მოხდებოდა სიგიჟე და არ ვიცი, რამდენად ბედნიერები დარჩნენ, რომ ეს სიგიჟე არ მოხდა და ეს რომ არ მოხდა, მე ამისთვის არ ვიცი, მადლობა ვის ვუთხრა, რას ვუთხრა?- ალბათ გახარიას, ალბათ მართლა კატასტროფას გადაგვარჩინა.


პრობლემა რაში მდგომარეობს იცით? - კაცი იყო სიის პირველი ნომერი "ქართული ოცნების", ერთხმად აირჩიეს საპარლამენტო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრად, ანუ ყველაზე მაგარი მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა გუნდში, რაღაც ერთ საკითხში ვერ შეთანხმდნენ და ერთი მხარდამჭერი არ დარჩა, ერთი კაცი არ გამოვიდა საჯაროდ და არ დაიცვა საკუთარი პრემიერ-მინისტრი, საკუთარი სიის პირველი ნომერი და არ თქვა, რომ ეს კაცი მართალიაო. ასეთი ცენტრალიზებული იქნება ასეთი პოლიტიკური ძალის მტერიც. შესაბამისად, თუ ჩვენ მრავალფეროვნებას არ მივაღწევთ ეს ხალხი კიდევ გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებდა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.


ipn.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი