ემანუელ მაკრონი ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდებს, ვაქცინების 4-5% განვითარებად ქვეყნებს დაუყოვნებლივ გაუგზავნონ

19 Feb 2021 12:46

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდებს, თავიანთი ვაქცინების 4-5% სასწრაფოდ გაუგზავნონ განვითარებად ქვეყნებს.


ჩვენ არ ვსაუბრობთ მილიარდობით დოზის ან მილიარდობით ევროს დაუყოვნებლივ გამოყოფაზე. საქმე ეხება იმ დოზების 4-5% სწრაფად გამოყოფას, რომელიც ჩვენ გვაქვს. 

ეს არ შეცვლის ჩვენს ვაქცინაციის კამპანიებს. თითოეულმა ქვეყანამ უნდა გამოყოს კუთვნილი დოზების მცირე რაოდენობა, მაგრამ ძალიან სწრაფად,”- განაცხადა ემანუელ მაკრონმა Financial Times- თან ინტერვიუში.


მისივე თქმით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერს ვაქცინის გაზიარების ინიციატივას და იმედი გამოთქვა, რომ მას შშ-ის მხარდაჭერაც ექნება.


„ასეთი სქემის არარსებობის შემთხვევაში, ჩინეთი და რუსეთი ავსებდნენ სიცარიელეს, რაც ვაქცინებთან დაკავშირებული გავლენის ომისკენ გზას ხსნიდა”, - აღნიშნა მაკრონმა.


მისივე თქმით, თუ ვაქცინების სამართლიანად განაწილება ვერ მოხერხდა, ეს ხელს შეუწყობს გლობალური უთანასწორობის გამყარებას.


ipn.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი