საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა

19 Feb 2021 14:05


საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. "სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის 
გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 406 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის 
ადმინისტრაცია ავრცელებს.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 19 192 ტესტი ჩატარდა. 




კომენტარები:

ფართი შოპი