შალვა პაპუაშვილი - არ მგონია, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან იმაზე მეტ სიხისტეს ჰქონდეს ადგილი, ვიდრე გიორგი გახარიას შემთხვევაში იყო

19 Feb 2021 15:07

არ მგონია, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან იმაზე მეტ სიხისტეს ჰქონდეს ადგილი, ვიდრე გიორგი გახარიას შემთხვევაში იყო ან სხვა ლიდერების შემთხვევაში იქნებოდა, - აღნიშნული შეფასება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისადმი ოპოზიციის კრიტიკის პასუხად, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.


პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის გუნდის გამორჩეული ლიდერი, რომელსაც როგორც უშუალოდ პარტიის, ასევე პარტიის მხარდამჭერთა აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს.


"ის არის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც ყველა მიმართულებით წარმატებული იყო. მისი ხელმოწერაა 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაზე. ირაკლი ღარიბაშვილი იმსახურებს აბსოლუტურ მხარდაჭერას", - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.







კომენტარები:

ფართი შოპი