გიორგი ვაშაძე - თუ ირაკლი ღარიბაშვილი დაპირისპირების გზას აირჩევს, ცუდ გზას დაადგება და მისი პრემიერობა, შეიძლება, ჩანასახოვან სტადიაში დამთავრდეს

19 Feb 2021 15:42

თუ ირაკლი ღარიბაშვილი დაპირისპირების გზას აირჩევს და თუ ის იქნება ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის დავალებების შემსრულებელი, ძალიან ცუდ გზას დაადგება და მისი პრემიერობა, შეიძლება, ჩანასახოვან სტადიაში დამთავრდეს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისივე თქმით, თუ ხელისუფლება შეეცდება, რომ შტურმით დააკაოს პოლიტიკური ოპონენტები, ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებს.


"ირაკლი ღარიბაშვილს ისევე როგორც ნებისმიერ "ქართული ოცნების" ლიდერს აქვს არჩევანი - დაპირსიპირება თუ შეთანხმება და თანამშრომლობა. თუ ის აირჩევს დაპირისპირების გზას და თუ ის იქნება ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის დავალებების შემსრულებელი, ძალიან ცუდ გზას დაადგება და მისი პრემიერობა, შეიძლება, ჩანასახოვან სტადიაში დამთავრდეს. 

ჩვენ მზაობას გამოვხატავთ შეთანხმებისთვის. ყველა დაიღალა ამ დაპირისპირების ფონით, შესაბამისად, შეთანხმებისთვის მზაობას გამოვხატავთ. თუ მეორე მხარე იქნება აგრესიული, თუ შეეცდებიან ისევ შტურმით დააკაონ პოლიტიკური ოპონენტები და თავპირის მტვრევა ატეხონ ქვეყანაში, ამაზე ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებენ ჩვენგანაც, საზოგადოებისგანაც და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგანაც", - განაცხადა ვაშაძემ.


ipn.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი