რამაზ საყვარელიძე - ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლა ნიშნავს სტილის შეცვლას, რაც გამოიხატება იმაში, რომ უფრო მკვეთრი ქცევა ექნება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ

19 Feb 2021 17:15

ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლა ნიშნავს სტილის შეცვლას, რაც გამოიხატება იმაში, რომ უფრო მკვეთრი ქცევა ექნება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.


მისივე თქმით, ლოიალობა „ქართული ოცნების“ მხრიდან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ადრე იყვნენ უსამართლობაში შემჩნეული და არ დადგა სამართალი მათ მიმართ, ეს მიდგომა შეიცლება.


„რეალურად გადაიდგა პოლიტიკური ნაბიჯები, რომლის შედეგადაც ქართული პოლიტიკური სპექტრი შეიცვალება. შეიცვლება მმართველი პარტია და შეიცვლება ოპოზიცია. შეცვლაში ვგულისხმობ იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლა ნიშნავს სტილის შეცვლას, რაც გამოიხატება იმაში, რომ უფრო მკვეთრი ქცევა ექნება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. 


ღარიბაშვილის დაბრუნებით უფრო მკვეთრი ხაზი გაივლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ხშირად ასეთი ზღვარი წაშლილი იყო. ისეთი შემთხვევები როგორიც იყოს ლოიალობა „ქართული ოცნების“ მხრიდან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ადრე იყვნენ 

უსამართლობაში შემჩნეული და არ დადგა სამართალი მათ მიმართ, ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა შეიცვლება. შესაძლოა, ღარიბაშვილისა და პარტიის ხაზი იყოს ერთმანეთან ჰარმონიაში და არ გამოიწვიოს ისეთი პრობლემა, რაც გახარიასთან. ირაკლი ღარიბაშვილის ხელწერა გამოვლინდება ისეთ მოვლენებში, როგორშიც გამოვლინდა თავდაცვის მინისტრობის დროს მისი ხასიათი. მან დავით გარეჯის საკითხი წამოწია და შეიძლება ითქვას, რომ მფარველობდა კიდეც“, - განაცხადა საყვარელიძემ.


ipn.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი