ლევან ხაბეიშვილი პარლამენტთან მივიდა და აპირებს, კარავი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკანა ეზოსთან იყო, პარლამენტის წინ გაშალოს

19 Feb 2021 20:03

ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აპირებს, რომ კარავი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკანა ეზოსთან იყო, პარლამენტის წინ გაშალოს.


„ერთი კარავი მოგვპარეს, მეორეს ვერ მოგვპარავენ. მოქალაქეებს რა უფლებაც აქვთ მინიჭებული კონსტიტუციით, იმის შეზღუდვის უფლება არავის არ აქვს, მათ შორის არც პოლიციის ფორმაში გადაცმულ კრიმინალებს, იმიტომ, რომ კარვის მოპარვა არ შეიძლება. 

ჩვენ ავალთ და კარავს ჩამოვიტანთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 8-მდე აქტივისტი დააკავეს. ის აქტივისტები, რომლებიც რამდენიმე თვეა საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში იმყოფებოდნენ, დღეს კარვის გადმოტანას პარლამენტის წინ აპირებდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.





კომენტარები:

ფართი შოპი