ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა

19 Feb 2021 21:48

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად, თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილზე ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა გუშინ, მას შემდეგ დატოვა, რაც ის გუნდმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.


თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე 2016- 2019 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე იყო.2015 - 2016 წწ. - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; 

აღმასრულებელი დირექტორი;2015 წ. - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე;2010 - 2015 წწ - MFA საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში; 

ფინანსურ მენეჯერი;2007 - 2010 წწ. - ს.ს. „კორ - სტანდარტ ბანკი“; ბიზნესის განვითარების დირექტორი;2007 წ. - ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“; საბურთალოს ფილიალის მმართველი2006-2007 წწ.- ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“; ბუდაპეშტის განყოფილების მმართველი2005-2006 წწ.- ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“;კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტი - პირადი ბანკირი2004-2005 წწ. - ს.ს. „ქართუ ბანკი“; 

პლასტიკური ბარათები მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტი; უფროსი სპეციალისტი2001 - 2004 წწ. - საქართველოს ეროვნული ბანკი; სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტი;1999 - 2001 წწ. - შპს „ლუქსი“; ფინანსური მენეჯერი;1998 - 1999 წწ. - 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი;საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2013-2014 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის ორგანიზებისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს შენობის შეძენისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიღებული აქვს ორი პირადი მადლობა;მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები და სიგელები;მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სემინარსა და კონფერენციაში;ჯუანშერ ბურჭულაძეს 1994 - 1998 წლებში საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო-საფინანსო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული1999 წელს ქ. ოქსფორდის (Swan) სკოლაში ინგლისური ენის კურსები.




კომენტარები:

ფართი შოპი