20 ივნისს გახარიას ბრძანება არ გაუცია, მისი შეცდომა ამის შეტენა იყო - ხუხაშვილი

19 Feb 2021 22:26

ხელისუფლებამ გახარიას 20 ივნისი ჩაუდო, რომ მასზე კომპრომატები ჰქონოდა", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გიორგი ხუხაშვილმა "მთავარ არხზე", გადაცემაში "დღის სტუმარი" განაცხადა. 


გია ხუხაშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარიას დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, აჩვენა, რომ მას 2019 წლის 20 ივნისს აქციის დარბევაზე ბრძანება არ გაუცია.


მან გადაცემაში თქვა, რომ გახარიას შეცდომა "არა 20 ივნისი, არამედ აქციის დარბევის "შეტენა" იყო. "მისი [გახარიას] დღევანდელი ნაბიჯით გამოჩნდა, რომ არც 20 ივნისს არ გაუცია მას ბრძანება და ხელისუფლბამ ეს მას ჩაუდო, სპეციალურად იმისთვის, რომ მასზე ჰქონოდათ კომპრომატი და მან ამაზე ხელი მოაწერა. მე ვფიქრობ, რომ მისი შეცდომა 20 ივნისს არა ის იყო, რომ მან გასცა ბრძანება, რაზეც მე დარწმუნებული ვარ, მას არ გაუკეთებია, არამედ ის, რომ ეს შეიტენა და ხმა არ ამოუღია",-თქვა ხუხაშვილმა.  


შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ განცხადება გადადგომის შესახებ  დღეს, 18 თებერვალს გააკეთა.


აქვე გეტყვით, რომ მთელი ღამის განმავლობაში ენმ-ის ოფისში იმყოფებოდნენ ნიკა მელია, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მოქალაქეები.


დილით ოფისში პოლიციელები მივიდნენ, მაგრამ მათ ოფისში შესვლა ვერ შეძლეს.


ამის შემდეგ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ძალადობის ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ხელს შეუშლის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, აღიკვეთება.


ამას მოჰყვა აშშ-ის საელჩოს განცხადება, სადაც მან მოუწოდა მხარეებს, ამ დილით სიმშვიდე შეინარჩუნონ, ამ განცხადებას კი ჯერ პრემიერის გადადგომა, ხოლო შემდეგ შსს-ს მიერ ნიკა მელიას დაპატიმრების ღონისძიებების გადადება მოჰყვა.






კომენტარები:

ფართი შოპი