თინა ბოკუჩავა - ღარიბაშვილის ერთადერთი დღის წესრიგი, რისთვისაც ივანიშვილმა გაამწესა, არის ის, რომ შური იძიოს "ნაციონალურ მოძრაობაზე"

20 Feb 2021 01:26

ღარიბაშვილის ერთადერთი დღის წესრიგი, რისთვისაც ივანიშვილმა გაამწესა და ნომინირება გაუკეთა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არის ის, რომ შური იძიოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ 

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ნიკა მელიას დაკავების მცდელობა არის აბსურდი, რაშიც თავი „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ ჩაიყენა, როცა მისივე შეფასებით, ნიკა მელიას წინააღმდეგ „საქმე შეკერა“.


„როგორც წარმოგიდგენიათ, როცა გვემუქრებიან დაჭერით და ძალადობრივი შტურმით, ვინ უნდა წარმოადგინოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან? - 

ნიკა მელიამ. ღარიბაშვილს ან „ქართული ოცნების“ სხვა პაიკებს რომ ჰკითხოთ, ისინი მის დაკავებას აპირებენ. ეს ხომ აბსურდია და ამ აბსურდში თავის თავი ჩააყენეს, როცა ეს საქმე შეკერეს და აიხლართნენ მერე თავიანთ სიყალბეში. ამიტომ უნდა შეჩერდეს პოლიტიკური დევნა ჩვენი ლიდერების წინააღმდეგ, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ქვეყანამ უნდა აიღოს ვალდებულება საარჩევნო სისტემის რეფორმაზე და ვადამდელი არჩევნების თარიღის განსაზღვრაზე. ეს მოგვცემს ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობას.


ღარიბაშვილის ერთადერთი დღის წესრიგი, რისთვისაც ივანიშვილმა გაამწესა და ნომინირება გაუკეთა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არის ის, რომ შური იძიოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე. აბსურდია ხო? ამ აბსურდიდან უნდა გამოვიდეთ! როგორც წარმოგიდგენიათ, მე თუ უნდა წარმოვადგინო მოლაპარაკებების მაგიდასთან „ნაციონალური მოძრაობა, თავმჯდომარე რომ ვიყო, როგორც წარმოგიდგენიათ, ხელბორკილებით მიმიყვანენ მაგიდასთან? ცოტა უფრო რაციონალურად ხომ უნდა ვისაუბროთ?!“ - განაცხადა ბოკუჩავამ.





კომენტარები:

ფართი შოპი