ანგელა მერკელი - პანდემია არ დასრულებულა, სანამ მსოფლიოში ყველა ადამიანი არ აიცრება

20 Feb 2021 01:40

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიასა და სხვა მდიდარ ქვეყნებს შესაძლოა ფულის გარდა ვაქცინების საკუთარი მარაგის გადაცემა დასჭირდეს განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან მხოლოდ მთლიანი მსოფლიოს ვაქცინაციით დასრულდება 

კორონავირუსის პანდემია. ამის შესახებ კანცლერმა „დიდი შვიდიანის“ ონლაინ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


„მე ჩემს გამოსვლაში განვაცხადე, რომ პანდემია არ დასრულდება, ვიდრე მსოფლიოში ყველა ადამიანი არ აიცრება“, - განაცხადა მერკელმა.


მერკელის თქმით, შეხვედრაზე არ განხილულა ღარიბი ქვეყნებისთვის გადასაცემი ვაქცინების მარაგების კონკრეტული პროცენტები და ვადები.




კომენტარები:

ფართი შოპი