ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქცია მკაცრდება

20 Feb 2021 02:05

ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქცია მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.


კერძოდ, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით. განმეორების შემთხვევაში სანქცია იქნება უკვე - 1 000 ლარი.


ამასთან, გადაწყვეტილების თანახმად, პირბადის გარეშე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი და ტაქსით გადაადგილების განმეორებით შემთხვევაზე ჯარიმა 40 ლარი იქნება.


ipn.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი