ჯო ბაიდენი - რუსეთს სურს, შეასუსტოს ნატო და ევროპული პროექტი

20 Feb 2021 11:21

რუსეთს სურს, შეასუსტოს ნატო და ევროპული პროექტი , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, როდესაც ის მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.


”ჩვენ შევძლებთ რუსეთის მხრიდან საფრთხის დაძლევას, რომელსაც სურს შეასუსტოს ევროპული პროექტი და ნატოს ალიანსი”, - აღნიშნა მან.


ბაიდენის თქმით, რუსეთთან დაკავშირებული გამოწვევები შეიძლება განსხვავდებოდეს ჩინეთის გამოწვევებისგან, მაგრამ ისინი ისეთივე რეალურია.


„გვინდა მომავალი, სადაც ყველა ერს შეეძლება თავისუფლად განსაზღვროს საკუთარი გზა ძალადობის და იძულების საფრთხის გარეშე”, - თქვა ბაიდენმა და დასძინა: ”ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა დავუბრუნდეთ დაპირისპირებასა და ცივი ომის ბლოკებს”.






კომენტარები:

ფართი შოპი