მარიამ საჯაია: ვიღაც ჩემნაირი აუცილებლად გამომიჩნდება სადმე, ჩემს რომელიმე ცხოვრების რამე ეტაპზე...

18 Feb 2018 04:01

მარიამ საჯაია, პარლამენტის ყოფილი წევრი:


_ერთ-ერთ მორიგ ნასამსახურევ საღამოს, მარჯანიშვილის მეტროში რომ შევდიოდი, შევნიშნე ერთი, ჩემთვის კოხტა გოგო. შავგრემანი, აჯაჯული ტანსაცმლით, შავი, სწორი, გვერდებზე აპარსული თმით. ყველაზე დიდი ყურადღება კი სამოგზაურო ზურგჩანთამ და ზედ გამობმულმა ორმა ძაღლმა მიიქცია.

ვაჰ, ჩემიანი-მეთქი, ჩამეღიმა და სანამ მისკენ წასვლას გავიფიქრებდი, ხალხის ნაკადმა უკვე მეტროში შემიტანა.


გუშინ დილით სამსახურში მაგვიანდებოდა. მეტროდან გამოსული იქვე ავტობუსს შევახტი და ისევ დავინახე ეს მოგზაური გოგო. მეტროს შენობის კუთხეში იჯდა, წინ ქუდი ეგდო და თავის ზურგჩანთაზე მობმულ ძაღლებს ეფერებოდა. ფულს აგროვებს, მივხვდი.

ახლა მე, ჩემნაირი, ვისაც მისი ესმის, ვინც მის მდგომარეობაშ ყოფილა და ვისაც ახლა აქაურობა ესმის, მისთვის მისწრებაა. ვჭირდები. ავტობუსიდან ვერ ჩამოვხტი, დაიძრა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ისევ შევხვდებოდით. მე ასე ვისურვე.


დღეს სამსახურში დავაგვიანე.

მეტროდან გამოსულმა დავინახე, რომ იქ იჯდა სარა პორტუგალიიდან. სასიამოვნოდ გაოცებული მიყვებოდა თავის ამბავს გვერდზე რომ მივუჯექი და ძაღლს მოფერება დავუწყე. მერე მეც მოვუყევი, ჩემს რუტზე ხარ-მეთქი. ისიც ირანი-ინდოეთისკენ აგრძელებს გზას ძაღლებთან ერთად. ცოტა ფული და საკონტაქტო ინფო დავუტოვე.


დღეს ვიცი, რომ სარას ერთი სასიამოვნო წამი მაინც ჰქონდა. და რამდენიმე ასეთი კიდევ ექნება.  

ვიცი, რომ თუნდაც ეს გამოლაპარაკება, მისთვის ბევრს ნიშნავს. ვიცი, რომ თუნდაც ერთხელ სადილზე დაპატიჟება თუ კლუბში წაყვანა, მოპედით გასეირნება თუ მოსანახულებელი ადგილის რეკომენდაცია, მისთვის უდიდესი საჩუქარია.

ასეთ, ერთი შეხედვით, მარტივ ამბებს მნიშვნელობა აქვს ყველას ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას. მოგზაურობა, უყველაფრობა ამის მნიშვნელობას გვაგრძნობინებს.


მე კარმის მჯერა. ბევრი სიკეთე დამებერტყა მოგზაურობისას. ჩემს მადლობებზე პასუხად მეუბნებოდნენ - you have good Karma, ამიტომაცო.

ჩვენს კარმას ჩვენ ვქმნით. დღეს მე ჩემს როგორიცაა ისეთ კარმას ძალა შევმატე და ვიცი, ვიღაც ჩემნაირი აუცილებლად გამომიჩნდება სადმე, ჩემს რომელიმე ცხოვრების რამე ეტაპზე.

შანტი შანტი


კომენტარები:

ფართი შოპი