საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, 2%-ით შემცირდა. ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული.
ამავე მონაცემების მიხედვით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 4.4%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების 5.3%-ით გაიზარდა.
ამასთან, 2021 წლის იანვარში, 2020 წლის იანვართან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 19.2%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 18.5%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.7%-ით.
რაც შეეხება ღირებულებას, 2021 წლის იანვარში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 118 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 188 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი კი იანვარში 72 ლარი იყო.
ipn.ge