ნინო წილოსანი ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს: „საინტერესოა თქვენი ხედვა ბიზნესზე შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვების მიმართ“

20 Feb 2021 16:20


 

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას ხედვით დაინტერესდა.

 

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და თავად მინისტრიც ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მე და ნათია თურნავას რეგულაციების შემსუბუქების საკითხზე ერთნაირი მიდგომა გვექნება. იმედი მაქვს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში ჩვენ გარკვეულ დაჩქარებულ გეგმებს შევთავაზებთ ბიზნესს, იმ ადამიანებს, რომელთა ცხოვრების პირობებზე და საქმიანობაზე ამ რეგულაციებს პირდაპირი გავლენა აქვს. საინტერესოა თქვენი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც შაბათ-კვირის შეზღუდვების მიმართ.  კაფეები და რესტორნებისთვის, რომლებიც ღია სივრცეს ამუშავებენ, მაშინ როდესაც კვირის ორი მნიშვნელოვანი დღე აკლდებათ, რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის დიდი დანაკლისია. ასევე ზამთრის კურორტებზე სასტუმროების და საბაგიროების გახსნის კუთხითაც საინტერესოა როგორი იქნება თქვენი ხედვა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.



 


კომენტარები:

ფართი შოპი