პარლამენტის 3 კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს უსმენენ

20 Feb 2021 18:49

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს უსმენენ. 

მინისტრობის კანდიდატი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.


ცნობისთვის, დღესვე საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უკვე მოუსმინეს მინისტრობის 4 კანდიდატს: ნათია თურნავას, ირაკლი ქარსელაძეს, ლევან დავითაშვილს და ივანე მაჭავარიანს. კომიტეტმა მათ მხარი დაუჭირა.





კომენტარები:

ფართი შოპი