მარტვილში, ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველი, მიტროპოლიტი სტეფანე წარუდგინეს

20 Feb 2021 23:21

მარტვილში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილი) ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველი - მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) წარუდგინა.


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს წარდგენას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები: ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე), ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე), წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი).


წარდგინების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიას ნეკრესის ეპარქიის სახელით გადაეცა მაცხოვრის ხატი და შესრულდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინების შესაბამისად, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად დადგინდა მიტროპოლიტი სტეფანე და მასვე დაევალა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობის შეთავსება.


ipn.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი