ვაქცინაციის სწრაფი ტემპის გამო, ისრაელში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

21 Feb 2021 13:46

ვაქცინაციის სწრაფი ტემპის გამო, ისრაელში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. ქვეყნის მასშტაბით მუშაობა განაახლა სავაჭრო ცენტრებმა, თეატრებმა, სპორტულმა დარბაზებმა და ღია ბაზრობებმა.


ამასთან, სოციალური დისტანციის დაცვა ისრაელში კვლავ სავალდებულოა.


BBC-ის ინფორმაციით, ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინამ 95.8%-იანი ეფექტურობა აჩვენა.


გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის ისრაელში სულ მცირე, მოსახლეობის 50%-მა პროცენტმა ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.


გასული წლის დეკემბერში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსს დაამარცხებს.





კომენტარები:

ფართი შოპი