დიზაინერ ნინო გოგიბერიძის დეფილე-პერფორმანსი მოძრაობსი თეატრში გაიმართება

18 Feb 2018 23:38


2018 წლის 19 თებერვალს 20:00 საათზე მოძრაობის თეატრში გაიმართება დიზაინერ ნინო გოგიბერიძის დეფილე-პერფორმანსი სახელწოდებით „კაზმული’’.

ნინო გოგიბერიძის AW/2018 კოლექციისთვის ინსპირაცია მეომარი, ძლიერი, თავდაჯერებული ქალია, რომელიც ამავე დროს არის მიმზიდველი და ელეგანტური.  

Pret a Porter de luxe კოლექციის შექმნისთვის დიზაინარმა აბრეშუმის, ხავერდის, ტიულის ქსოვილებთან ერთად  ბეწვისა და ტყავის მასალები გამოიყენა მეტალის აქსესუარებთან ერთად.

დეფილე-პერფორმანსის რეჟისორია ლელა ჭინჭარაული, კომპოზიტორი - მიშა მდინარაძე.

შოუს ელემენტებზე აგებულ დეფილე-პერფორმანსში მონაწილეობენ როგორც მოდელები, ასევე მსახიობები და მოცეკვავეები.  


მისამართი:  აღმაშენებლის #182 (მუშტაიდის ბაღი), მოძრაობის თეატრი.


დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ:

ნინო გოგიბერიძე 599 92 90 85



დიზაინერი ნინო გოგიბერიძე


1990-94წწ. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტანსაცმლის მხატვრული მოდელირების სპეციალობით.

გამოფენები და ჩვენებები:

1994წ. – თბილისის სახელმწიფო მოდელების სახლი სადიპლომო ჩვენება – “რომანტიული გასეირნება”

1994წ. – კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრი. მოდის თეატრის პრეზენტაცია

1994წ. – ფესტივალი – “ღვინობისა – ახალი სახელები”

1995წ. – შერატონ მეტეხი პალასი” დიზაინი – 95

1995წ. – ავანგარდული მოდის ასამბლეა (“ამა”)

კოლექცია – “ზღვის სამყარო” კოლექცია– “ანტიკვარი”

1996წ. – ფესტივალი–”ღვინობისა–ახალი სახეები”

კოლექცია –”ნოქტიურნი”

1998წ. – საერთშორისო ფესტივალი – დიზაინი 98- კოლექცია’’მოცარტი’’.

2000წ. – საერთაშორისო ფესტივალი ბერიკონი–2000

კოლექციისთვის _ “აფრიკა” – გრან–პრი

2001წ. – კოსტიუმები ოპერისთვის ” პრინცესა ტურანდოტი” ბათუმი

2002წ.-ტაშკენტი,ბუხარა- პერსონალური ჩვენება.

2002წ.-გერმანია- მაინცი,ტრირი,ფრანკფურტი.

2002წ. – მოსკოვი – სლავა ზაიცევის მოდის სახლი

ნადეჯდა ლამანოვას სახ. საერთაშორისო კონკურსი კოლექცია – ქართულ–რუსული მოტივები

ჟიურის სპეც. პრიზები საერთაშორისო ქსოვილების კომპანია “ვულკანა”–ს, კომპანია “კუპავნა”– ს სპეც. პრიზები

2004წ. – ხელოვნების სახლი “ნეაირა”–ს პრეზენტაცია. ზაფხული –2004 პერსონალური კოლექციის ჩვენება–გაყიდვა

2004წ. – დიზაინერთა კონკურსი– “მისს საქართველოს–2004″ პრიზი –საუკეთესო კოლორიტისთვის

2006წ. გალერეა TMS– პერსონალური თეატრალიზებული ჩვენება სუხიშვილების ქართული ეროვნული ბალეტის და თეა დარჩიას ბავშვთა სტუდიის მოცეკვავეთა თანადგომით. რეჟისორი–გოგიტა ჭყონია, კომპოზიტორი – მიშა მდინარაძე

საქართველოს ეროვნული სტენდები:  

2004_2008წწ. – გამოფენა “prowein’’- ქ. დიუსელდორფი

2005_2006წწ. – ITB  – ბერლინი.

2006_2008წწ. – ესპანეთი–ხერესი_ ,,Llerez de la Frontera”.

2007_2008წწ. – ლონდონი

2007წ. იტალია – “მერანი”

2008წ. – “შამპანი” –საფრანგეთი

2008წ. – ლიკა ყაზბეგის საიუბილეო საღამო. კოლექცია –გაზაფხული–ზაფხული 2008-2009.

2009წ. – გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა. თბილისი– მხატვართა კავშირი

2011წ. – ” ყაბალახები” ლიკა ყაზბეგის პროექტი – “წარმატებული ქალები – 2011″

2012წ. ლიკა ყაზბეგის პროექტი – “წარმატებული ქალი პოდიუმზე – 2012″ – კოლექცია “კაზმული”

2010-12წწ.-ლექტორი- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) დიზაინის ფაკულტეტი.

2015წ.-კოსტუმები ბალეტისთვის „ანბანთ-ქება’’ რეჟისორი ლელა ჭინჭარაული.

2004წ-დან უძღვება დიზაინ სახელოსნოს (მის: გუდაურის 8)



კომენტარები:

ფართი შოპი